ქართველი ბიზნესმენი ევროპული აქცენტით

ქართველი ბიზნესმენი ევროპული აქცენტით

გიორგი სვანიძე - ბიზნესმენი, სვანიძე ჰოლდინგის დამაარსებელი და უნესკოს ეგიდით არსებული საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს საპატიო კონსული, რომლის სახელსაც უკავშირდება მრავალი წარმატებული პროექტი საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში და ა.შ.

ბიოგრაფია

გიორგი სვანიძე დაიბადა 7აპრილს, 1971 წელს საქართველოში. მის სახელს უკავშირდება მრავალი წარმატებული პროექტი საქართველოში, ევროპაში, სინგაპურში, ყაზახეთში და ა.შ. საქართველოში მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს უძრავ ქონებას, სოფლის მეურნეობასა ადა საცალო ვაჭრობის სექტორს. მათ შორისაა ისეთი დასრულებული და მიმდინარე პროექტები, როგორიცაა შატო სვანიძის მეღვინეობა, სვანიძის ზეთისხილის ზეთი, ქინგს გარდენი, კრწანისი ჰილსი, პეტრა სი რეზორტი, შავნაბადა, ნიუ გუდაური, შეიხლენდი, კოლხიდას ველი, ეურო ბილდინგი, გოგორდის აბანოები, მარანი და სხვა.

გიორგი სვანიძე იყო პირველი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა და 2019-2021 წელს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, ის არის საქართველო-საუდის ბიზნეს საბჭოს, საქართველო-ინდონეზიის ბიზნეს ასოციაციისა და საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციების პრეზიდენტი. 2019 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი და სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი. 2015 წელს კი პატრიარქის ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ თავმჯდომარე.

მისი წარმატებული პროექტებისა და სხვადასხვა მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის, მიღებული აქვს ჯილდოები, როგორიცაა საუკეთესო ინვესტორი (ჯორჯიან თაიმსი, 2018წელს),  საუკეთესო ბიზნესმენი (ჯორჯიან თაიმსი, 2019წელს), საუკეთესო ინვესტორი ზეთისხილის სექტორში (ბიზნეს თაიმსი, 2019წელს), ოქროს მედალი და პრიზი (პროდექსპო, 2019წელს), დიასპორის სამინისტროს საპატიო მედალი (2015წელს), ოქროს ფრთა და ა.შ.
გიორგი სვანიძემ 1988-1993 წელს დაასრულა მანქანათმშენებლობის და კონსტრუქციის ინჟინერინგის ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1996-1998 წლებში ნიდერლანდებში – დენტიონის კოლეჯი, 2002-2003 წლებში კი ბიზნეს კომუნიკაციები ბერლიცის კოლეჯში,ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. საუბრობს ქართულად, ინგლისურად და ჰოლანდიურად.

ის აქტიური ფილანტროპია, აშენებული და აღდგენილი აქვს არაერთი ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ასევე საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და გაუცია შემოწირულობა ბავშვთა სახლებისთვის. ასევე, აშენებული აქვს რამდენიმე გასართობი პარკი ბავშვებისთვის.

გიორგი სვანიძე იყო პირველი, რომელიც ორჯერ იქნა არჩეული საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტად 2019 და 2020 წლებში, ამჟამად, ის ისევ წარმოადგენს საქართველოს, როგორც ამბასადორი.

2023 წლიდან, გახლავთ ინდონეზიის რესპუბლიკის საპატიო კონსული კახეთში, საქართველოში.

ინვესტიცია
ჰექტარი
ევროპისა და აზიის რეგიონი
ინფორმაცია

საქართველოში განხორციელებული პროექტები

სვანიძე ჰოლდინგის საქმიანობა საქართველოში უძრავ ქონებას, აგრარულ მეურნეობას და გაყიდვების სექტორს მოიცავს. პირველი განხორციელებული პროექტია ევრო ბილდინგი – საცხოვრებელი კომპლექსი ცენტრალურ თბილისში, რითაც კომპანიამ პირველ წელსვე მოიპოვა საუკეთესო პროექტის ტიტული.

გიორგი სვანიძემ დაწერა ისტორია – 2019 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუერთდა, ხოლო 2020 წელს  საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე,  თავმჯდომარე ქვეყანა კი საქართველო გახდა. სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, ის ზედიზედ ორი ვადით იქნა არჩეული საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად – ორგანიზაციის, რომელიც უნესკოს ეგიდის ქვეშაა და შტაბ-ბინა მადრიდში აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია 1959 წელს დაარსდა, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთის პოპულარიზაციას და დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები.

Signature

გიორგი სვანიძე

CPG- თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, პატრიარქის ფონდის „ გაამწვანე საქართველოს“ თავმჯდომარე
მიღწევები

მთავარი

1998 - 2005

„ევრო ცენტრი“ დეველოპერული პროექტები საქართველოში, ყაზახეთში, კვიპროსსა და ნიდერლანდებში

1997 - 2001

ევროკომისიის საბჭოს წევრი ნიდერლანდებში

1998

„საკვირაო სკოლა“ ნიდერლანდებში

1999 - 2005

ლოჯისტიკური კომპანია „Future Step” თანადამფუძნებელი

1999 - 2005

საქართველოს დიასპორის თავმჯდომარე ნიდერლანდებში

2007- 2012

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბენელუქსის ქვეყნებში (ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი)

2014 – 2017

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

2014

საქართველოს დიასპორის ბიზნეს ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი


2015

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი 


2015

პატრიარქის ფონდი „გაამწვანე საქართველოს“ თავმჯდომარე

2016

ისანი მოლი (კარფური)

2016

საოჯახო მარანი „შატო სვანიძე 1877“

2016

Olam Caucasus პარტნიორი

2018

საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

2018

Capital Partners of Georgia (CPG) – დამფუძნებელი

2019

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი

2019

საქართველო-საუდი ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი

2019

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი

2019

საქართველოს გაწევრიანება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში

2020

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი

2021

საქართველო-ინდონეზია ბიზნეს ასოციაციის დამაარსებელი, პრეზიდენტი

2022

მრჩეველთა კომიტეტის წევრი – ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაცია

2023

ინდონეზიის საპატიო კონსული- საქართველო, კახეთი

დეველოპერული პროექტები

King’s Garden
Tbilisi Heights (I and II)
Krtsanisi Hills
New Gudauri
Petra Sea Resort, Tsikhisdziri, Adjara

მრჩეველი

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო
საქართველო - საუდი ბიზნეს საბჭო
ინდონეზიის საპატიო კონსული
საქართველო- იაპონია ბიზნეს საბჭო
ეკონომიკის სამინისტრო
ტურიზმი/ ბრენდები
რესტორანი მარანი
მეღვინეობა შატო სვანიძე

ტურიზმი/ ბრენდები

რესტორანი მარანი
მეღვინეობა შატო სვანიძე

ინვესტიციები

გაიცანით

ჩვენი პარტნიროები