„ქართულმა ზეთისხილმა ადგილი დაიმკვიდრა“- გიორგი სვანიძე

„თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის ინდუსტრიამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი აქაც და მსოფლიოშიც“,- ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.

„პირველად ჩამოვიტანეთ ნერგი, გავაკეთეთ პლანტაციები, შემდგომ უკვე, როდესაც მივიღეთ მოსავალი, გავაკეთეთ გადასამუშავებელი ქარხანა, დღეს უკვე გავაკეთეთ სანერგე, პარალელურად, მივიღეთ მსოფლიოს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში, დღეს ქართულ ზეთისხილს შეუძლია დააკაკუნოს და გავიდეს ექსპორტზე, საკმაოდ მაღალ ფასში.

ეს ციკლი რომ შეიქმნა, ამუშავდა უკვე მთლიანად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის ინდუსტრიამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი აქაც და მსოფლიოშიც. წარმოიდგინეთ, ის ქვეყნები, რომლებიც არ წარმოებენ ზეთის ხილს და არიან იმპორტიორები (300 ქვეყნიდან, 47 აწარმოებს მხოლოდ), როდესაც ქართულ ზეთისხილს ახსენებენ, ყველა ყურებს ცქვეტს და კითხულობს, ეს ის მაგარი ზეთის ხილია? მაგარი ხარისხია“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ